ვიდეო-კონფერენცია

09-11-2011
მეორე ვიდეო-კონფერენცია ელექტრონული სწავლების მიმართულებით
 
2011 წლის 11 ნოემბერს, 17:00 საათზე ჩატარდება მეორე ვიდეო-კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ელექტრონული სწავლების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიდეო-კონფერენციების სერიიდან.
სემინარი ჩატარდება სტუ-ს VI კორპუსში, მესამე სართულზე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შეხვედრების ოთახში (Meeting room, დეკანის კაბინეტის გვერდით).
კონფერენციის თემაა „ელექტრონული სწავლების ინსტრუმენტული საშუალებები“. მომხსენებელი ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ჰაგენის უნივერსიტეტის კონსულტანტი ელექტრონული სწავლების საკითხებში, დოქტორი ვოლფრამ ლაზერი.
 
დასწრება თავისუფალია.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები