ტურიზმის კარიერის კვირეული

19-09-2011
 
ტურიზმის კარიერის კვირეული | 19/09/2011

 

ტურიზმის კარიერის კვირეული

19 სექტემბერს სტუ-ში გაიხსნა "ტურიზმის კარიერის კვირეული", რომელიც ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინციატივით. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი", კომპანია "Key Management Solutions Georgia" და დასაქმების სააგენტოების ასოციაცია.

ღონისძიება გახსნა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ. გახნას ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია.

კვირეულის ფარგლებში, 19-23 სექტემბერს გაიმართება სხვადასხვა სემინარი CV-ის მომზადების, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს გავლის შესახებ, ხოლო დასასრულს, 24 სექტემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდება "კარიერის დღე", სადაც დამსწრეთ საშუალება მიეცემათ უშუალოდ შეხვდნენ დამსაქმებლებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროდან, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და გაესაუბრონ მათ.

აღნიშნული კვირეულის მიზანია დაინტერესებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში და სერვისის დონის ამაღლება კომპანიებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების უზრუნველყოფით.

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 08/11/2011

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები