აალენის უნივერსიტეტის ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდიების პროგრამა - 2018/19 სასწავლო წელი

28-02-2018 აალენის უნივერსიტეტი (გერმანია) თავისი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდიების პროგრამაზე, 2018/19 სასწავლო წლისათვის, 1 ან 2 სემესტრის განმავლობაში.

სააპლიკაციო განაცხადის წარდგენისას სტუდენტი უკვე ნომინირებული უნდა იყოს აალენის უნივერსიტეტში, როგორც გაცვლითი სტუდენტი (1 ან 2 სემესტრზე). მას შემდეგ რაც ისინი შეირჩევიან გაცვლით პროგრამაზე, მათ შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდიაზე სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მეშვეობით (პირდაპირ მიღებული განაცხადები არ განიხილება).

სტიპენდიის დეტალები:
შერჩული სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას აალენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. სტიპენდიის რაოდენობა განსაზღვრული იქნება აალენის უნივერსიტეტის მიერ, მიღებული აპლიკაციებისა და ბიუჯეტის მიხედვით.

ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 500-1400 ევროს და ხელმისაწვდომია 2018/2019 აკადემიური წლის პერიოდში.

სააპლიკაციო საბუთები:
1. CV/რეზიუმე
2. სამოტივაციო წერილი (რომელიც შეიცავს სწავლისა და კარიერის შესახებ ინფორმაციას, ასევე, აალენის უნივერსიტეტში არჩეული სასწავლო კურსების მითითებით)
3. ნიშნების ფურცელი
4. სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდატორმა უნდა მიუთითოს აპლიკანტის აკადემიური მოსწრების დონე და ინტერკულტურული უნარ-ჩვევები)
5. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე)
6. გერმანული ენის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
7. სხვა რელევანტური სერტიფიკატები (ასეთების არსებობის შემთხვევაში)

აალენის უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების კატალოგი იხილეთ აქ.

სააპლიკაციო განაცხადები მიიღება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში, არა უგვიანეს მიმდინარე წლის  31 მარტისა.

წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება არა უგვიანეს მიმდინარე წლის  10 აპრილისა.

 

სიახლეებში დაბრუნება