მემორანდუმი

21-12-2007

სტუ-ს, თსუ-სა და კაუკასუს ონლაინს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს

სტუ-ში გაიმართა თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია. მონაწილეობდნენ სტუ-ს რექტორი პროფ. არჩილ მოწონელიძე, თსუ-ს რექტორი, პროფ. გიორგი ხუბუა და კაუკასუს ონლაინის გენერალური დირექტორი მამია სანადირაძე. გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს სტუ-სა და თსუ-ს ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტთა დასაქმებას კაუკასუს ონლაინში. ამ პროექტის ფარგლებში 2008 წელს დასაქმდება ტესტირების საფუძველზე შერჩეული 200 სტუდენტი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები