ნანტის უმაღლესი საინჟინრო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები - 2018/19 სასწავლო წელი

ნანტის უმაღლესი საინჟინრო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები - 2018/19 სასწავლო წელი

26-02-2018 ნანტის უმაღლესი საინჟინრო სკოლა "l'Ecole Centrale de Nantes" (საფრანგეთი) აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე, 2018-2019 აკადემიური წლისათვის, შემდეგი მიმართულებებით:
  • სამოქალაქო ინჟინერია
  • ზღვის ტექნოლოგიები
  • მექანიკური ინჟინერია
  • კონტროლი და რობოტები
  • ქალაქი და ურბანული ინჟინერია
  • სამრეწველო ინჟინერია
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2018 წლის 15 მარტამდე.

უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც 2018 წლის 31 მარტამდე გააგზავნიან მოთხოვნას დაფინანსებასთან დაკავშირებით, უფლება აქვთ მოიპოვონ "ცენტრალ ნანტის ელიტარული" სტიპენდია.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება