Erasmus+ საერთაშორისო კვირეული „ინოვაციური სწავლება მუსიკაში, ხელოვნებასა და მედიაში“ - ზალცბურგის შტეფან ცვაიგის სახ. განათლების უნივერსიტეტი

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული „ინოვაციური სწავლება მუსიკაში, ხელოვნებასა და მედიაში“ - ზალცბურგის შტეფან ცვაიგის სახ. განათლების უნივერსიტეტი

26-02-2018 7-9 მაისს ზალცბურგის შტეფან ცვაიგის სახელობის განათლების უნივერსიტეტში (ავსტრია) გაიმართება Erasmus+ მე-3 საერთაშორისო კვირეული ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის - „ინოვაციური სწავლება მუსიკაში, ხელოვნებასა და მედიაში“.

საერთაშორისო კვირეულის თემატიკა ფოკუსირებული იქნება სწავლების ინოვაციური მეთოდების გაცნობასა და საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ პრეზენტაციები თავიანთ უნივერსიტეტებში არსებულ სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებით და გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი თავიანთი შეხედულებები და გამოცდილება.

საერთაშორისო კვირეულის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება