სტუ-ში 2017/18 სასწავლო წლის II სემესტრიდან დოქტორანტურაში მიღების შესახებ

სტუ-ში 2017/18 სასწავლო წლის II სემესტრიდან დოქტორანტურაში მიღების შესახებ

23-02-2018

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

2017/2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დოქტორანტურაში მიღების შესახებ


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 14 თებერვლის №27 და სტუ-ის რექტორის 2018 წლის 22 თებერვლის №-01-09-10/08 ბრძანების თანახმად:

• დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება  2018 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტის  ჩათვლით, შესაბამის ფაკულტეტებზე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე (დანართი 1);
• გამოცდა უცხოურ ენაში 2 მარტს 10:00 საათიდან, სტუ-ის საგამოცდო ცენტრში (სტუ-ის I კორპუსი, კოსტავას ქ. 68). საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 2 მარტის 14:00 საათიდან 4 მარტის 16:00 საათამდე, მათი განხილვა - 4 მარტს 16:00 საათიდან. გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 4 მარტს;
• გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებში ჩატარდება 2018 წლის 5 მარტს, 11:00 საათიდან; გასაუბრების შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს, 5 მარტს.
• საპრეტენზიო განცხადებების მიღება 2018 წლის 5 მარტის 16:00 საათიდან 6 მარტის 16:00 საათამდე, მათი განხილვა – 7 მარტს, 11:00 საათიდან;
• საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2018  წლის 7 მარტს;
• დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება სტუ-ის დოქტორანტურის დებულების შესაბამისად;
• ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2018  წლის 12 მარტამდე.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება ფაკულტეტისა და სადოქტორო პროგრამის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):
1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და მისი ასლი;
3. პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
4. ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 х 4 სმ და CDდისკი;
5. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

საჭიროების შემთხვევაში, აპლიკანტი ვალდებულია, წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება მისი უფლება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ.
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.

საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.

სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებული განცხადება რეგისტრაციისათვის, დანარჩენ საბუთებთან ერთად ბარდება სტუ-ს კანცელარიაში.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან.

სოციალური მეცნიერებების, მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები), სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ.

ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა ჩააბარონ გამოცდა სტუ-ის ტესტირების ცენტრში ერთ-ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური და რუსული) ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ გამოცდა ინგლისურ და რუსულ ენებში სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.

მხედველობაში მიიღება აგრეთვე:
• სამაგისტრო ნაშრომის შეფასება;
• სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
• სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).

დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს ერთი წლის სწავლის საფასურის 2250 ლარის მინიმუმ ნახევრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.

იმ პირებისთვის, რომლებიც ორი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა), ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება ცნობილი.

დანართი 1
საბუთების მიღება იწარმოებს ფაკულტეტებზე

                                                     

1. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 405;
საკონტაქტო ტელეფონი: 593 79 00 84;

2. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის III კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 306; 
საკონტაქტო ტელეფონი: 238 00 50;

3.  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-3 სართული, A ბლოკი, ოთახი 303 ა;
საკონტაქტო ტელეფონი: 237 13 19; 

4.    აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
გურამიშვილის გამზ.№17, მე-2 სართული, ოთახი №209;
საკონტაქტო ტელეფონი: 593 190 772;

5.    საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-8 სართული, A ბლოკი, ოთახი 802;
საკონტაქტო ტელეფონი: 577 758822;   599332222;

6.  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-9 სართული, A ბლოკი, ოთახი 914 A; 
საკონტაქტო ტელეფონი:577799277;

7. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-7 სართული A ბლოკი, ოთახი 701;
საკონტაქტო ტელეფონი: 599177079.


                                                                                                                                                 

დანართი 2
სადოქტორო პროგრამები და მისანიჭებელი კვალიფიკაციები ფაკულტეტების მიხედვით


I. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის  ფაკულტეტი
1. სადოქტორო პროგრამა: ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტი (მენეჯმენტის დოქტორი ტელეკომუნიკაციაში)

II. სამთო - გეოლოგიური  ფაკულტეტი
1. სადოქტორო პროგრამა: გეოლოგია (გეოლოგიის დოქტორი)
2. სადოქტორო პროგრამა: სამთო ტექნოლოგიები (ინჟინერიის დოქტორი)

III. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
1. სადოქტორო პროგრამა: ინფორმატიკა (ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში)
2. სადოქტორო პროგრამა: საინჟინრო ფიზიკა (დოქტორის აკადემიური ხარისხი საინჟინრო ფიზიკაში)

IV. აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
1. სადოქტორო პროგრამა: სასურსათო ტექნოლოგია (სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორი)

V. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
1. სადოქტორო პროგრამა: მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (სოციალური მეცნიერებების დოქტორი მასობრივ კომუნიკაციაში)
2. სადოქტორო პროგრამა: არქეოლოგია (არქეოლოგიის დოქტორი)
3. სადოქტორო პროგრამა: ეკონომიკა (ეკონომიკის დოქტორი)
4.სადოქტორო პროგრამა: სოციალური მეცნიერებები (სოციალური მეცნიერებების  დოქტორი)

VI.  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
1. საერთაშორისო ურთიერთობები

VII. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
1. სადოქტორო პროგრამა: საჯარო მმართველობა

 

სიახლეებში დაბრუნება