ქართველი სტუდენტების წარმატება

30-09-2011
ქართველი სტუდენტების წარმატება
 
16 – 25 სექტემბერს, სტუ-ს ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები ლაშა ვაშაკიძე, თეიმურაზ მიმინოშვილი და ოთარ თევდორაძე მონაწილეობას ღებულობდნენ საერთაშორისო საშემოდგომო კურსებზე, სახელწოდებით “გააკეთე რეკლამა, გაუკეთე პრომოუშენი საკუთარ თავს’’, რომელიც კიევის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ქ. კიევი, უკრაინა) ტარდებოდა.
უკრაინელ პროფესორებთან ერთად, სტუდენტებს  ლექციებს უკითხავდნენ პროფესორები რუსეთიდან, ამერიკიდან, ინგლისიდან და ავსტრალიიდან. აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ, ქართველ სტუდენტებს კიევის ტექნიკური უნივერსიტეტისგან მადლობის წერილები და საერთაშორისო დონის დიპლომები გადაეცათ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები