ახალგაზრდული იდეების კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“

22-02-2018 საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით, აცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, 26 წლამდე.

26 თებერვალს, 12:00 სთ., ფაბრიკას (ეგნატე ნინოშვილის ქ. # 8, თბილისი) საკონფერენციო დარბაზში კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კონკურსთან დაკავშირებით.

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

საკონკურსო იდეების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მარტი, ელ. ფოსტაზე: contest@idfi.ge 

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება