სტუ-ს მზადება ავტორიზაციის პროცესისთვის

სტუ-ს მზადება ავტორიზაციის პროცესისთვის

21-02-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინტენსიურად ემზადება 2018 წელს ავტორიზაციის პროცესისთვის. სტუ-ის რექტორის ბრძანებებით განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თითოეული სტანდარტის შემადგენელი კომპონენტის შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები და შემსრულებლები. შეიქმნა სტუ-ის ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ჯგუფი. ჯგუფის ძალისხმევით მზადდება ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამუშავებული ფორმის მიხედვით.

გრძელდება საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში,  მოდიფიცირება.

მიმდინარეობს ლაბორატორიების განახლება.

ხორციელდება შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
• II-X კორპუსების გადასასვლელი ხიდის და წყლის სააღრიცხვო სისტემის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები;
• IV სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო და III-IV-VI-VIII და ადმინისტრაციული კორპუსების წყალსადენის აღრიცხვიანობის მოწესრიგების სამუშაოები;
• I სასწავლო კორპუსის წყალმომარაგება-კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
• ადმინისტრაციულ კორპუსში მდებარე ლაბორატორიის სარემონტო სამუშაოები;
• ადმინისტრაციული კორპუსის სახურავის ნაწილის სარემონტო სამუშაოები;
• სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის კორპუსის სახურავის ნაწილის სარემონტო სამუშაოები;
• ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კორპუსის სახურავის ნაწილის სარემონტო სამუშაოები;
• სამეცნიერო სასწავლო ცენტრი "ანალიზხელსაწყო" სარემონტო სამუშაოები;
• ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე IV კორპუსის ლაბორატორიისა და VIII კორპუსის სარდაფის სარემონტო სამუშაოები;
• ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სხვენის სარემონტო სამუშაოები;
• IX სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც უნდა განთავსდეს ლაბორატორიული ბაზა;
• სამშენებლო ფაკულტეტზე სარემონტო სამუშაოები;
• სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე სარემონტო სამუშაოები;
• არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე განსახორციელებელი სარემონტო სამუშაოები;
• საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს შორის ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის” პროექტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ტექნიკური გადამზადების ცენტრის შექმნის მიზნით, ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, №36-ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

უნივერსიტეტში სისტემატურად ტარდება ავტორიზაციისათვის მზადების შესახებ შეხვედრები, რომლებზეც პასუხისმგებელი პირები და შემსრულებლები აკეთებენ პრეზენტაციებს შესრულებული სამუშაოების და დარჩენილი პრობლემების შესახებ.

ავტორიზაციისათვის მზადების პროცესში ჩართულია უნივერსიტეტის ყველა რგოლი: ადმინისტრაციული სამსახურები, დეპარტამენტები, განყოფილებები, ფაკულტეტების დეკანატები, აკადემიური დეპარტამენტები და სხვ.

 

სიახლეებში დაბრუნება