კვლევითი სტიპენდიები

04-10-2011
 
კვლევითი სტიპენდიები | 04/10/2011

 
კვლევითი სტიპენდიები დოქტორანტურის სტუდენტებისა და
პოსტ დოქტორებისათვის
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
 
უნგრეთი, 2012
 
ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევისა და ტრენინგების  ინიციატივა (CARTI) აცხადებს საბუთების მიღებას კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად დოქტორანტურის სტუდენტებისა და პოსტ დოქტორებისათვის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, უნგრეთი, 2012 წ.
 
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
- დოქტორანტურის სტუდენტებისათვის კვლევითი სტიპენდიების მოპოვების მსურველი კანდიდატი უნდა ფლობდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს (ან სპეციალისტის ან მაგისტრის ან შესაბამისი დონის დიპლომს) და ფორმალურად ჩარიცხული უნდა იყოს დოქტორანტურაში (Ph.D. ან სხვა ექვივალენტური სასწავლო პროგრამა, მაგ. ასპირანტურა) ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებების მიმართულებით ან ჩაირიცხებიან არაუგვიანეს 2011 წლის დეკემბრისა;
 
- პოსტ დოქტორებისათვის კვლევითი სტიპენდიების მოპოვების მსურველი კანდიდატი უნდა ფლობდეს დოქტორის ან მის ექვივალენტურ (მაგ. მეცნიერებათა კანდიდატი) აკადემიურ ხარისხს ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში და ამავე დროს, აღნიშნული აკადემიური ხარისხი მინიჭებული უნდა ქონდეს საბუთების წარდგენის მომენტამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე და ასევე, უმაღლესი სასწავლებლის ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტში მასწავლებლის სრულ შტატს.
სტიპენდიათა პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კანდიდატებს შემდეგი ქვეყნებიდან:  ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
 
ონლაინ რეჟიმში საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 07.11.11.
 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები