ლატვიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა - 2018/19 სასწავლო წელი

16-02-2018 ლატვიის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2018-2019 სასწავლო წლისათვის, უმაღლესი განათლების სამივე აკადემიური საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

სტიპენდიის ოდენობა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 500 ევროა, დოქტორანტებისთვის – 670 ევრო, ხოლო მკვლევრებისთვის – 300 ევრო (და დამატებით 30 ევრო ყოველდღიურად).

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ რეჟიმში.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 აპრილი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება