Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2018 - ვილნიუსის კოლეჯი / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2018 - ვილნიუსის კოლეჯი / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

10-02-2018 ვილნიუსის კოლეჯი / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Vilniaus kolegija / University of Applied Sciences - VIKO) (ვილნიუსი, ლიტვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო კვირეულს

საერთაშორისო კვირეული გაიმართება 2018 წლის 5-9 მარტს.

კვირეულის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ ტრადიციებსა და კულტურას, ამასთანავე, წაუკითხონ ლექციები და სემინარები ვილნიუსის კოლეჯის/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს (მინიმუმ 8 აკადემიური საათი). ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურ-კულტურული პროგრამაც.

ვილნიუსის კოლეჯის/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია 2018 წლის 15 თებერვლამდე.

საერთაშორისო კვირეულის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სავალდებულო სარეგისტრაციო ფორმა, პროგრამა და სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს.

 

სიახლეებში დაბრუნება