ლიტერატურული კონკურსი

13-10-2011

 

 

ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი და კომპანია “ჯეოსელი” წარმოგიდგენთ

  

 

სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს 

“შემოდგომის ლეგენდა”

 

მწვანე მარმარილოს საიდუმლო

 
ახალი სახეები... ახალი სახელები...
შენი ხელწერა...
 
შენი აღმოჩენის დროა!
 
თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - შენი უნივერსიტეტი და კომპანია „ჯეოსელი“ გთავაზობთ ლიტერატურულ კონკურსს. წელს კონკურსანტებს ლოპოტას ტბაზე ელიან. მწვანე მარმარილოს ზედაპირი ბევრ საიდუმლოს ფარავს. გაატარეთ შემოდგომის ორი დაუვიწყარი დღე ლოპოტაზე, გააცოცხლეთ თქვენი ლიტერატურული გმირები და გააცანით ისინი მთელ საქართველოს.
 
3-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელ.ფოსტაზე shemodgomis-legenda@tsu.ge -ზე წარმოადგინეთ:
    • პროზაული ნაშრომი (ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია.
    • შევსებული ანკეტა, რომელიც ყველა მონაწილე სასწავლებლის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული
წელს კონკურსში მონაწილეობას თბილისში აკრედიტირებული ცხრა უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის სტუდენტები მიიღებენ:
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
  • საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 
უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 15 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას, კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს და ლოპოტას სპეციალურ პრიზს გამარჯვებული სამეული მიიღებს:
 
I ადგილი 1000 ლარი და კონკურსის  სიმბოლო
II ადგილი 700 ლარი
III ადგილი 500 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
 
 
22 23 91
შემოდგომის ლეგენდა

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები