Erasmus+ - სალექციო კურსი ციფრული სისტემებსა და ტექნოლოგიებზე ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახ. უნივერსიტეტში

Erasmus+ - სალექციო კურსი ციფრული სისტემებსა და ტექნოლოგიებზე ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახ. უნივერსიტეტში

05-02-2018 21-27 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ია მოსაშვილმა და თამარ ლომინაძემ (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წაიკითხეს ლექციები სლოვაკეთის ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში (Constantine the Philosopher University in Nitra – UKF).

მობილობის ფარგლებში სტუ-ს პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებელთათვის და სტუდენტთათვის. ლექციების კურსი ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა ციფრული სისტემები და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სწავლება, ელექტრონული და დისტანციური სასწავლო გარემო და სისტემები.

საგულისხმოა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საინტერესო შეხვედრა კონსტანტინე ფილოსოფოსის სახ. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან, პროფ. პავოლ ვაკოსთან. შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის გზები, მათ შორის ახალი ერთობლივი პროექტებისა და სამეცნიერო-კვლევითი სტატიების მომზადების შესაძლებლობები.

ქართველ პროფესორებს, ასევე, შეხვდა სლოვაკეთის აგრარული უნივრსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების დარგში, პროფ. იან გადუ. პროფ. გადუმ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავების დიდი სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა.

ვიზიტის ბოლოს სტუ-ს პროფესორებმა ახალ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის წინადადებები მიიღეს და უკვე დაიწყო რეალური მუშაობა ამ პროექტების მომზადებასა და მათ წარდგენაზე ევროპის კომისიაში.

სლოვაკეთის უნივერსიტეტში ლექციების კურსი ერაზმუს+ KA1 აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია კონსტანტინე ფილოსოფოსის სახ.  უნივერსიტეტი ნიტრაში.

 

სიახლეებში დაბრუნება