ტურიზმის სექტორზე ორიენტირებული კარიერის დაგეგმვის გამოფენა

05-02-2018 27 თებერვალს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში გაიმართება ტურიზმის სექტორზე ორიენტირებული კარიერის დაგეგმვის გამოფენა.

გამოფენის ორგანიზატორია სსიპ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო.

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ტურიზმის სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ინფორმირებას.

გამოფენაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ წარჩინებული კერძო კომპანიების წარმომადგენლებს, მოიპოვონ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და გაეცნონ, თუ რა უნარ-ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ამ სფეროში.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა.

საკონტაქტო ინფორმაცია: ქეთი მამადაშვილი, 599531323.

 

სიახლეებში დაბრუნება