საზაფხულო სკოლა „არაწრფივი ცხოვრება. გამოცემა 2“

საზაფხულო სკოლა „არაწრფივი ცხოვრება. გამოცემა 2“

02-02-2018 12 - 24 აგვისტოს რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ლატვია) გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „არაწრფივი ცხოვრება. გამოცემა 2“.

სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ მოწვეული პროფესორები ჩეხეთის რესპუბლიკიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ესპნეთიდან, თურქეთიდან და აშშ-დან.

საზაფხულო სკოლის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
• რადიოლოგიის, კარდიოლოგიის, სამედიცინო ინჟინერიისა და ფიზიკის სინთეზი
• არაწრფივი ფენომენის ფორმალიზება
• სტრუქტურული ბიოლოგია და გენეტიკა
• ნანოტექნოლოგიები და ნანომასალები
• ნანომედიცინა
• ბიომასალები
• ზედაპირის ფენომენი
• არაწრფივი ოპტიკური და ელექტრული პროცესები ბიო-ობიექტებთან მიმართებით

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის გადასახადია 700 ევრო.

შევსებული სააპლიკაციო ფორმების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 7 მაისი.

საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება