UNDP/SDC საგრანტო კონკურსი

01-02-2018 გაეროს განვითარების პროგრამისა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (UNDP/SDC) აცხადებს საგრანტო/საპროექტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციის ან ორგანიზაციების კოალიციის შერჩევის მიზნით.

კონკურსი ცხადდება პროექტის „კლიმატის ცვლილების ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ საწყისი ფაზის ფარგლებში.

საგრანტო/საპროექტო წინადადება მიმართულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და ინტეგრირებული რისკების მართვის პრაქტიკების შეფასების ანგარიშის მომზადებაზე.
 
კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები