ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კაუნასის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

01-02-2018 კაუნასის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ლიტვა) (Kauno Kolegija / University of Applied Sciences – KAUKO) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.05.18 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის მაისში
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 02.06.18 

ინფორმაცია კაუნასის კოლეჯში / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის გზამკვლევი და სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში  ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან, შესაბამის პროცედურებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია 2018 წლის 1-ელ ივნისამდე. 

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის სტუდენტების მობილობა, მათ შორის  ნულოვანი გრანტით (ე.წ. Zero Grant), კაუნასის კოლეჯში / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: სოფლის მეურნეობა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, გეოდეზია, კარტოგრაფია, დისტანციური ზონდირება, მულტიმედია.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები