კონფერენცია

18-10-2011 მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
 
18 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი და ევროინტეგრაციული პროცესების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ლევან კლიმიაშვილმა.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ მეცნიერები: ზურაბ გამეზარდაშვილი - “მიხეილ თამარაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა”; ელდარ მამისთვალიშვილი - “ანტიოქიის პატრიარქი ლუდოვიკო ბოლონიელი და საქართველო”;მურმან პაპაშვილი - “ფრანგ მისიონერ ჟან რიშარის როლი სულხან-საბა ორბელიანის ელჩობის მომზადების საქმეში”; გიორგი სისიაშვილი - “ედუარდ აიხვალდი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ (მე-18 საუკუნის პირველი ნახევარი)”; ვაჟა კიკნაძე - “ერთი ეპიზოდი მიხეილ თამარაშვილის ბიოგრაფიიდან”; ნუგზარ ბარდაველიძე - “მიხეილ თამარაშვილი და კათოლიკური ეკლესია საქართველოში”; ნუგზარ პაპუაშვილი - “მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალება და პანაშვიდი საქართველოს პრესის მიხედვით”; მანანა ჯავახიშვილი - “კორონაცია: სასულიერო და საერო პირთა შეხვედრის ადგილი. ძალაუფლების გადანაწილება”; თემურ ჯაგოდნიშვილი - “ევროპის მენაპირე მწერლობის ცენტრისკენული მოქცევანი”; ბეჟან ჯავახია - “საქართველოს ევროპული იდენტობა ადრე შუა საუკუნეებში”; ნინო გომართელი - “საქართველოს ევროპელი ორიენტირები”; ვაჟა შუბითიძე - “ევროინტეგრაცია და საქართველო”.
ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მიხეილ თამარაშვილი, ერისკაცობაში ალექსანდრე, იტალიაში ცნობილი იყო, როგორც მიქელ თამარათი. მისი მეცნიერული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.
მიხეილ თამარაშვილი დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები