ტრეინინგი

18-10-2011
 
ტრეინინგი
 
,,ნარჩენების ეფექტური მართვა
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულება, თბილისის მდგრადი ენერგიის სამოქმედი გეგმის (SEAP) საფუძველზე თბილისის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან - ,,ეკოხედვა’’ და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო’’, კლიმატის ცვლილების საკონსულტაციო კომპანია ,,Carbon Strategica’’, 26-28 ოქტომბერს ატარებენ ტრეინინგს: ,,ნარჩენების ეფექტური მართვა’’, რომელიც ფოკუსირებული იქნება ადგილობრივი ნაგავსაყრელების მდგრად მენეჯმენტზე.
 
ტრეინინგის მთავარი მიზანია, მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, შეიძინონ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ნარჩენების ეფექტური მენეჯმენტის სხვადასხვა პრაქტიკული მხარეების შესახებ და შეაფასონ ნაგავსაყრელის ოპერირების ტექნოლოგიური განვითარება - აირის წვისა და ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები. მონაწილეეებს ასევე შეეძლებათ შეიმუშაონ საკუთარი საპილოტო პროექტები თბილისის ახალი და ძველი ნაგავსაყრელებისათვის.
 
ტრეინინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
 
3-დღიანი ტრეინინგის  პირველი დღე - 26.10.2011- დაეთმობა პროექტით გათვალისწინებული პრობლემის ძირითად საკითხებს, მეორე დღე -27.10.2011- ექსკურსიას ნაგავსაყრელზე, ხოლო მესამე-28.10.2011- დაეთმობა მოპოვებული მონაცემების ანალიზს და საპილოტო პროექტების შემუშავებას.
 
მისამართი: ე. ახვლედიანის აღმართი N4
                   გერმანული სახლი
 
რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 24.10.2011
სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს 30 ლარს.
 
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საიდენტიფიკაციო კოდი 211349192
ანგ: GE47TB0600000003408001/GEL
ბანკის კოდი TBCBGE22
თიბისი ბანკი
 
საკონტაქტო პირი -  მაია ქავთარაძე
 
შევსებული სარეგისტრაციო ბარათი გადააგზავნეთ მისამართზე:
 
ელ-ფოსტა:  e_kologia@hotmail.com
ტელ: +995 599 360110
          +995 32 2364857

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები