სტუ-ს პროფ. მერაბ ახობაძის მოხსენება კალიფორნიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სემინარზე

25-01-2018 კალიფორნიის უნივერსიტეტში (აშშ) დაგეგმილ ყოველწლიურ საერთაშორისო სემინარში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი მერაბ ახობაძე.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული სემინარი ყოველწლიურად იმართება ამერიკაში, სადაც  მომხსენებლებს არჩევენ კონკრეტული სამეცნიერო სფეროს წევრები. ღონისძიების მიზანია ახალი ინოვაციური პროექტების განხორციელების შედეგებისა და მიღწევების წარმოჩენა.

პროფ. ახობაძე არაერთხელ ყოფილა მიწვეული აღნიშნულ სემინარზე. ამჯერად კალიფორნიის უნივერსიტეტში მისი მოხსენების თემა იქნება "ურბანული სისტემების მათემატიკური მოდელირებისა და მართვის საკითხები".

 

სიახლეებში დაბრუნება