სამაგისტრო პროგრამა

21-10-2011
მასკის სამაგისტრო პროგრამა
2012 წ.
 
მიმდინარეობს განაცხადების მიღება 2012 წლის მასკის სამაგისტრო პროგრამაზე. აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან მიიღონ მაგისტრის ხარისხი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში.
 
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს:
·         მხარდაჭერას აშშ J_1 ვიზის მისაღებად;
·         მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან;
·         ყოველთვიურ სტიპენდიას;
·         სამედიცინო დაზღვევას;
·         უნივერსიტეტში სწავლების საფასურს;
·         თანხას წიგნების შესაძენად;
·         ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის პერიოდში;
·         კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და ტრენინგის შესაძლებლობას.
 
სასწავლო დარგები:
·         ბიზნესის მართვა
·         ეკონომიკა
·         განათლება
·         გარემოს დაცვის მენეჯმენტი
·         საერთაშორისო ურთიერთობები
·         ჟურნალისტიკა
·         სამართალი
·         საბიბლიოთეკო საქმე და საინფორმაციო მეცნიერება
·         სახელმწიფო მართვა
·         საზოგადოებრივი ჯანდაცვა
·         საზოგადოებრივი პოლიტიკა
 
აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადაა ოთხშაბათი, 5:00, 2 ნოემბერი, 2011.
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
 
 IREX/საქართველოს ოფისი,
მარჯანიშვილის ქ. 6 “Green Building”; სართული 3
 
ტელ: +995 32 2912608/ შიდა ნომერი:107 ან 108
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები