გამოფენა

22-10-2011
გამოფენა
 
21 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში  სტუ-ის პროფესორის, კახა ხოშტარიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა 24 ოქტომბრამდე გასტანს. მასზე წარმოდგენილია გრაფიკა, კომპიუტერული გრაფიკა და ფერწერა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი და  ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ტელეკომუნიკაციის დარგში, კახა ხოშტარია თვითნასწავლი მხატვარია. მისი ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოეწყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
1979 წლიდან დაწყებული, პერსონალური გამოფენების პარალელურად, კახა ხოშტარია მონაწილეობდა თვითნასწავლ მხატვართა და ხალხური შემოქმედების ოსტატთა ნამუშევრების თითქმის ყველა რესპუბლიკურ გამოფენაში.

ამჟამად კახა ხოშტარიას ნამუშევრები - ძირითადად, კომპიუტერული გრაფიკა - გამოფენილია ინტერნეტსივრცეში განთავსებულ გამოფენებში.
მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთის, რუსეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ჰოლანდიის, აშშ-ს, ირლანდიისა და ინგლისის კოლექციებში. 

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები