HighPer 2018 - საგაზაფხულო სკოლა მაღალი მწარმოებლურობის გამოთვლით სისტემებზე

15-01-2018 23-27 აპრილს სან სებასტიანში (ესპანეთი) ჩატარდება საგაზაფხულო სკოლა მაღალი მწარმოებლურობის გამოთვლით სისტემებზე - HighPer 2018.

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, ასევე, პოსტდოქტორებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს.

მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს სალექციო საათების მითითებით.

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინრეგისტრაციისათვის და, ასევე, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ საგაზაფხულო სკოლის ვებგვერდი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები