საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

27-10-2011
თეიმურაზ ლოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია
 
25 – 27 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ინოვაციური  ტექნოლოგიები  და მასალები" ჩატარდა. კონფერენცია გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოში მანქანათმშენებლობის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელისა და საყოველთაოდ აღიარებული მკვლევარის, აკადემიკოს თეიმურაზ ლოლაძის ხსოვნას ეძღვნებოდა.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს საინჟინრო აკადემია.
კონფერენციის თემატიკას წარმოადგენდა ინსტრუმენტული, კონსტრუქციული და ფუნქციონალური მასალები; ნანომასალები და ტექნოლოგიები; მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია; HP – HT მასალების ფიზიკური ქიმია და მიღების ტექნოლოგია; ფხვნილთა მეტალურგია; ახალი კონსტრუქციები, სისტემები, ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები; ლითონური და არალითონური მასალების დამუშავება; ტექნოლოგიური პროცესების მართვის პრობლემები.
კონფერენციის სამუშაო ენები იყო  ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის მასალების კონფერენციის შრომების კრებულში გამოქვეყნდება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები