სტუ-ს სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი ანა გოგიშვილი იულიხის კვლევით ცენტრში

სტუ-ს სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი ანა გოგიშვილი იულიხის კვლევით ცენტრში

09-01-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი ანა გოგიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2017 წლის გრანტის მფლობელი გახდა.

ანა გოგიშვილმა წარმატებით დაამთავრა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის  საბაკალავრო პროგრამა. ხანგრძლივი სტაჟირებებით 4-ჯერ იმყოფებოდა იულიხის კვლევით ცენტრის ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტში. „შემოდგომის ლექციების“ აქტიური მონაწილე ანა გოგიშვილი, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციებში და არის სტუ-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციების გამარჯვებული. ის 2 სამეცნიერო სტატიის ავტორია.

ანა გოგიშვილის ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი და იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის (INM-4) დირექტორი, პროფ. ჯონ შა.

ქართველი მაგისტრანტი სამაგისტრო ნაშრომს იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.

 

სიახლეებში დაბრუნება