სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტი მიხეილ კელენჯერიძე იულიხის კვლევით ცენტრში

სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტი მიხეილ კელენჯერიძე იულიხის კვლევით ცენტრში

09-01-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტი მიხეილ კელენჯერიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2017 წლის გრანტის მფლობელი გახდა.

მიხეილ კელენჯერიძემ წარმატებით დაამთავრა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის  საბაკალავრო პროგრამა. ხანგრძლივი სტაჟირებებით 5-ჯერ იმყოფებოდა იულიხის კვლევით ცენტრის ბირთვული ფიზიკის, ნეირომედიცინისა და მედიცინის და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტებში. ის „შემოდგომის ლექციების“ აქტიური მონაწილე და ორგანიზატორია.

მიხეილ კელენჯერიძემ, ასევე, წარჩინებით დაამთავრა სამაგისტრო პროგრამა „სამედიცინო ფიზიკა“. 2016 წელს მოიპოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის სამაგისტრო გრანტი და 8 თვის განმავლობაში იულიხის კვლევით ცენტრში შეასრულა სამაგისტრო ნაშრომი.

დოქტორანტის ხელმძღვანელია სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი და იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის (INM-4) თანამშრომელი, დოქტორი იორგ ფელდერი.

საგულისხმოა, რომ ქართველი დოქტორანტი ნაშრომს იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტში 3 წლის განმავლობაში შეასრულებს.

 

სიახლეებში დაბრუნება