ტრეინინგი

28-10-2011
ტრეინინგი
,,ნარჩენების ეფექტური მართვა”
 
26-28 ოქტომბერს, ჩატარდა ტრეინინგი ,,ნარჩენების ეფექტური მართვა’’, რომელიც ფოკუსირებული იყო ადგილობრივი ნაგავსაყრელების მდგრად მენეჯმენტზე. ტრეინინგის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულება, თბილისის მდგრადი ენერგიის სამოქმედი გეგმის (SEAP) საფუძველზე თბილისის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაციები - ,,ეკოხედვა’’ და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო’’ და კლიმატის ცვლილების საკონსულტაციო კომპანია ,,Carbon Strategica’’.  
ტრეინინგის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ნარჩენების ეფექტური მენეჯმენტის სხვადასხვა პრაქტიკული მხარის შესახებ და შეეფასებინათ ნაგავსაყრელის ოპერირების ტექნოლოგიური განვითარება - აირის წვისა და ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები. მონაწილეეებს ასევე საშუალება ჰქონდათ, თბილისის ახალი და ძველი ნაგავსაყრელებისათვის შეემუშავებინათ საპილოტო პროექტები.
ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

   


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები