საერთაშორისო კონფერენცია

31-10-2011
საერთაშორისო კონფერენცია
“კვლევის ფიზიკური მეთოდები მედიცინაში"
 
27 -29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “კვლევის ფიზიკური მეთოდები მედიცინაში", 
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა ისეთ   ფიზიკურ მეთოდებს, როგორებიცაა რენტგენული, ლაზერული, ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული, ულტრაბგერითი და სხვ. და აგრეთვე, ამ მეთოდების გამოყენებას დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით. 
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა კვლევის ფიზიკური მეთოდების დარგში მომუშავე მეცნიერთა და მედიცინის დარგის სპეციალისტების პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეწყობა და მათი გამოცდილების გაზიარება ამ მეთოდთა განვითარებისა და კიდევ უფრო ფართოდ გამოყენებისათვის.
კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული, ინგლისური და რუსული.
კონფერენციის მონაწილეთა თეზისები და მოხსენებები კონფერენციის შრომების კრებულში გამოქვეყნდება.

   


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები