მოსწავლეები სტუ-ში

02-11-2011

მოსწავლეები ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის ახალ ლაბორატორიაში

2 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლის უფროსკლასელებთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილი ახალი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია დაათვალიერა.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ჩაეტარებინათ ფიზიკური ცდები უნიკალურ ლაბორატორიაში და გაცნობოდნენ თანამედროვე დანადგარების შესაძლებლობებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ფინანსური მხარდაჭერით, ტექნიკურ უბნივერსიტეტში არაერთი უნიკალური სასწავლო-კვევითი ლაბორატორია გაიხსნა. სამომავლოდ  საკვირაო სკოლების ამოქმედება იგეგმება. აქ მოსწავლეებს დარგის სპეციალიტები უმასპინძლებენ. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეთა და მათ პედაგოგთა სტუმრობაც ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიებში მალე სისტემტიურ ხასიათს მიიღებს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები