ქართველი სტუდენტების წარმატება

07-11-2011
XX საერთაშორისო დათვალიერება-კონკურსი არქიტექტურასა და დიზაინში
   
2011 წლის 16-დან 23 ოქტომბრამდე სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა უმაღლესი არქიტექტურული სკოლების 2011 წლის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების XX საერთაშორისო დათვალიერება-კონკურსი არქიტექტურასა და დიზაინში, რომელიც ერევნის არქიტექტურის და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 90 წლის საიუბილეო დღეებს მიესადაგა.
პარალელურად მიმდინარეობდა სამეცნიერო კონფერენცია “ევროპულ არქიტექტურულ განათლებაში ინტეგრაცია რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით”, რომელიც არქიტექტურული განათლების პრობლემებს მიეძღვნა.
კონკურსზე წარმოდგენილი იყო 78 არქიტექტურული სკოლის 565 ნამუშევარი, მათ შორის უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტმა კონკურსზე წარადგინა 6 სადიპლომო ნამუშევარი, რომელთაგან 3-3 სამაგისტრო  და  საბაკალავრო ნაშრომი იყო.
ჩვენმა წარგზავნილებმა ამ დათვალიერება-კონკურსზე დიდ, აქამდე არნახულ წარმატებას მიაღწიეს.
 
საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით I პრემია დაიმსახურეს მაგისტრანტებმა:
ლევან მათიაშვილმა - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტისათვის, გიორგი შაყულაშვილმა - ბაკურიანის სამთოსათხილამურო კომპლექსის პროექტისათვის (ხელმძღვანელი გია ნადირაძე); გიორგი მელაძემ - თანამედროვე გარემოში ახალი საცხოვრისის პროექტისათვის (ხელმძღვანელი მედეა მელქაძე);
 
ბაკალავრებმა:
ალექსანდრე ხასიამ - მრავალფუნქციური ბიზნეს-ცენტრის პროექტისათვის,
ნანა ლეკვეიშვილმა -100 ადგილიანი სასტუმრო კომპლექსის პროექტისათვის (ხელმძღვანელი ზაზა სვანაძე).
ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე პრემია მიენიჭა ბაკალავრ ვახტანგ ნემსაძეს - 300 ადგილიანი სასტუმრო კომპლექსის პროექტისათვის (ხელმძღვანელი მედეა მელქაძე).


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები