დაჯილდოება

07-11-2011
დაჯილდოება
 
7 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ ბულგარელ მეცნიერსა და ქველმოქმედს, პროფესორ მინკო ბალკანსკის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
ღონისძიება გახსნა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც ბულგარელ სტუმარს სტუ-ის სახელით ქართული ნაბადი და ყაბალახი გადასცა. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. გოჩა ჩოგოვაძე. თავად მინკო ბალკანსკიმ დამსწრე საზოგადოებისთვის ლექცია წაიკითხა.
აღსანიშნავია, რომ პროფ. ბალკანსკიმ დაარსა მინუ ბალკანსკის ფონდიც, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ინფორმატიკაში სასწავლო პროგრამების მომზადებას და მასწავლებელთა და სტუდენტთა მომზადებას მოცემულ სფეროში.
პროფესორი ავტორია 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორისაა 22 სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო წიგნი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები