კონკურსი

08-11-2011
კონკურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა შორის
 
“ორიგინალური გადაწყვეტა”
 
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს  ინოვაციური ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტები, რომლებსაც შემდგომ ექნებათ ყოველმხრივი ხელშეწყობა: დაენიშნებათ სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი; მათთვის შემუშავდება სწავლების, შემეცნებით-საგანმანათლებლო სპეციალური პროგრამები; ისინი ჩაერთვებიან სამეცნიერო, გამოყენებით, პრობლემურ საკითხთა გადაწყვეტასა და დანერგვაში. გამორჩეული სტუდენტები   გაწევრიანდებიან  “სტუ-ის შემოქმედთა კლუბში”, რომლის წევრებიც მიიღებენ სახელობით სტეპენდიებს და უნივერსიტეტის დამამთავრებელ დიპლომს, სადაც აღინიშნება მათი ინოვაციური საქმიანობის შესახებ.
 
ინოვაციური ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტთა გამოსავლენად  გაიმართება  სხვა სახის კონკურსებიც (ახალი სასწავლო წლიდან). ამჯერად შერჩეულია ერთი საკონკურსო დავალება:
 
•   გამაფრთხილებელი მოწყობილობა.   შინიდან გასვლისას, შესაძლებელია, ჩართული დაგრჩეთ საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობა  (უთო, სარეცხი მანქანა, ნათურა და სხვ.), რაც, რა თქმა უნდა, არასასურველია.
 
შექმენით “მოწყობილობა” (სისტემა), რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას (ხმოვანი თუ ვიზუალური) იმის შესახებ, თუ რა (რომელი) მოწყობილობაა ჩართული.
 
საკონკურსო ნამუშევრის პრეზენტაცია უნდა შესრულდეს PowerPoint-ში. იგი უნდა მოიცავდეს “მოწყობილობის” (სისტემის) დეტალურ აღწერას (ფუნქციონალურ, სტრუქტურულ სქემებს და ა.შ.). ანგარიშში აუცილებლად უნდა იყოს მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად საკონკურსო თემატიკასთან დაკავშირებით მსოფლიოში). კონკურსანტმა უნდა შექმნას წარმოდგენილი “მოწყობილობის” (სისტემის) მოქმედი მაკეტი. სასურველია, წარმოადგინოთ პროექტის რეალიზაციის ბიზნესგეგმა.  
 
•   შეადგინეთ და წარმოადგინეთ მომავალი საკონკურსო დავალებები. თემატიკა შეუზღუდავია (საკონკურსო დავალების წარმოდგენა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს). მაგალითისთვის გთავაზობთ ერთ-ერთ განხორციელებულ პროექტს - „სატელევიზიო ანძა პეკინში“, რომელიც “დისქავერის” ვიდეოარქივიდანაა აღებული (ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ მაუსით აქ) (მასალა მოამზადეს სტუდენტებმა: დავით ყიფშიძემ (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) და ნოდარ ჩაჩხიანმა (სამშენებლო ფაკულტეტი) .
 
ინოვაციური საკონკურსო დავალების შესრულება, როგორც წესი, მოითხოვს ისეთი ჯგუფის შექმნას, რომელშიც გაერთიანებული არიან  სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები: ელექტრიკოსები, ინფორმატიკოსები, მექანიკოსები და სხვ.
 
“ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი სამსახური” დაგეხმარებათ ასეთი ჯგუფის ორგანიზებაში.
 
აქვე შევნიშნავთ, რომ, საზოგადოდ, ამა თუ იმ საკონკურსო ამოცანის გადაწყვეტისთვის შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ირეალურ-ფანტასტიკური გზა (კომპიუტერული იმიტაციური მოდელის სახით).
 
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვა.
 
თქვენ მიერ მიღებულ სამუშაოთა შედეგები დაცული იქნება “საქართველოს საპატენტო კანონითა” და “საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იღებს ვადლებულებას, რომ სტუდენტის მიერ წარმოდგენილი იდეა/პროექტი არ გახმაურდება  და მის შემდგომ რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით.
 
კონკურსანტებს ყველა საკითხში გაეწევათ კვალიფიციური კონსულტაციები.
 
კონსულტაციებისთვის მიმართეთ:
 
რამინ ჩიხლაძეს (საკონკურსო წინადადების ავტორი) - პროფესორი,  ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების მიმართულება, VIII კორპუსი, მე-8 სართული. ტელ.: 6826, მობ.: (599) 730940
 
წინადადება საკონკურსოდ მოამზადეს
 
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორებმა (საკონკურსო მიმართულების ხელმძღვანელებმა):
 
 გელა ღვინეფაძემ -   VI კორპუსი, II სართული,  205ა. ტელ.: 65 94, მობ.: (595) 614998
 ლევან იმნაიშვილმა -   VI კორპუსი, III სართული, 318დ. ტელ.: 6522, მობ.:(599) 100973 .
 
აღნიშნულ საკითხებში არსებული ტექნიკის დონის დასადგენად, ინფორმაციული წყაროების მოძიების კუთხით და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში კონსულტაციებისთვის მიმართეთ პროფ. გივი სიბაშვილს, კომერციალიზაციის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ტელ.: 2-36-30-15, 6741.
 
კონკურსში გამარჯვებული დაჯილდოვდება 500 ლარით. ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან ასევე სხვა გამორჩეული პროექტების ავტორები.
 
საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 22 ნოემბერი.
 
ნამუშევრები განთავსებული უნდა იყოს ორ დახურულ კონვერტში. ერთში უნდა იყოს მხოლოდ თქვენი წინადადება და დევიზი, მეორეში - დევიზი და ვინაობა.
 
საკონკურსო ნამუშევრები  წარმოადგინეთ მისამართზე:
 
•     ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური. ტელ: 6515, 2364128.  სტუ, VIII კორპუსი, III სართული, 306ბ.
•     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. სტუ, ადმინისტაციული კორპუსი, II სართული, ტელ: 6246, 2365129
 
აღნიშნული პროექტის ორგანიზატორები:
 
სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ.: 6515. 2364128
 
 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები