უფასო სკრინინგი

28-12-2017 საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ტარდება უფასო სკრინინგი.

• ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით

ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, ძუძუს ექოსკოპიას და მამოლოგიურ გასინჯვას; აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუს ბიოფსიასა და მიღებული მასალის ციტოლოგიურ კვლევას.

ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.

შენიშვნა: ძუძუს ბიოფსიისა და ციტოლოგიური კვლევის პროგრამულ სერვისს მიიღებენ მხოლოდ ქ. თბილისში რეგისტრირებული პირები.

• საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლის ჩათვლით

ითვალისწინებს პაპ–ტესტს; საჭიროების დადასტურების შემთხვევაში კოლპოსკოპიას; აუცილებლობის შემთხვევაში, კოლპოსკოპიის დროს  ბიოფსიური მასალის აღებას და მორფოლოგიურ კვლევას.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება სამ წელიწადში ერთხელ.

• კოლორექტული  (მსხვილი ნაწლავის) კიბოს სკრინინგი  50-დან 70 წლის ჩათვლით (ორივე სქესის პირებისთვის)

ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, კოლონოსკოპიას; აუცილებლობის შემთხვევაში, კოლონოსკოპიის დროს ბიოფსიური მასალის აღებას და მორფოლოგიურ კვლევას.

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.

• პროსტატის კიბოს მართვა (სკრინინგი) 50-დან 70 წლის ჩათვლით

ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) განსაზღვრას.

პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება წელიწადში ერთხელ.

შენიშვნა: ამ კომპონენტში ჩასართავად, ქ.თბილისს გარეთ რეგისტრირებული პირებისთვის, აუცილებელია ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვა.

თუ პირს ოდესმე უსარგებლია სკრინინგის პროგრამით, უფასო კვლევა ეკუთვნის მხოლოდ:
• საშვილოსნოს ყელის ბოლო კვლევიდან 3 წლის შემდეგ
• ძუძუს კვლევიდან 2 წლის შემდეგ
• მსხვილი ნაწლავის კვლევიდან 2 წლის შემდეგ
• პროსტატის კვლევიდან 1 წლის შემდეგ,
თუ რეკომენდაციის სხვა ვადა არ არის პასუხში მითითებული.

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში 2018 წლიდან იგეგმება ფარისებრი კირკვლის კიბოს მართვის (სკრინინგის) უფასო პროგრამის განხორციელებაც, რომლის ფარგლებში, მხოლოდ ქ.თბილისში რეგისტრირებული პირები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ უფასო სერვისებს.

მსურველებმა სათანადო განაცხადის შევსებული ფორმა (დანართი 1) უნდა წარადგინონ ქალთა ასოციაციის თავჯდომარესთან, პროფ. ნაზი კუციავასთან.

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 96 44 48

ელ.ფოსტა: n.kutsuava@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები