პროექტი „უცხოელი პროფესორების ვიზიტი თბილისში“

პროექტი „უცხოელი პროფესორების ვიზიტი თბილისში“

29-12-2017 ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდა პროექტი „უცხოელი პროფესორების ვიზიტი თბილისში“, რომლის ფარგლებშიც სტუ-ს სტუმრობდნენ უცხოელი პროფესორები: პოლონეთის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. კშიშტოფ ოკარმა (28 ნოემბერი - 2 დეკემბერი) და ინდოეთის Ajeenkya DY Patil უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის პროფ. ალექს ჯ. ველასკო (25 – 29 დეკემბერი).

პროექტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობითა და ორგანიზებით განხორციელდა.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ევროპული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა და სტუდენტებისა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და მიღებული გამოცდილების პრაქტიკულად განხორციელების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში მოწვეულმა უცხოელმა პროფესორებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარეს მასტერკლასები და საჯარო ლექციები, ასევე, მოეწყო შეხვედრები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან და დაიგეგმა სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელება.

    

   
  

    


 

სიახლეებში დაბრუნება