ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების განახლება სტუ-ს და CMS (LHC, CERN) ექპერიმენტს შორის

25-12-2017 6 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფსა და ცერნის (CERN) CMS ექსპერიმენტის მენეჯმეტს შორის. ცერნის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ CMS ექსპერიმენტის ტექნიკური დირექტორი ოუსტინ ბოლი, CMS ექსპერიმენტის ჯგუფის ლიდერი ცერნში – ტიციანო კამპორეზი, CMS ექსპერიმენტის ინტეგრაციის ოფისის მენეჯერი ანდრია გადი და CMS ის კომპიუტინგის მენეჯერი დევიდ ლანგი. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ორწლიანი თანამშრომლობას, რომლის საფუძველზეც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CMS (LHC, CERN) ექპერიმენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება განახლდა. ხელშეკრულება ძალაში შედის 2018 წლის თებერვლიდან.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ სტუ-ს კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტს შორის საპილოტე ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2016 წლის თებერვალში. საპილოტე ხელშეკრულების ფარგლებში ინსტიტუტის თანამშრომლებმა ერეკლე მაღრაძემ, გიორგი ადამოვმა, ალექსანდე მელქაძემ და ოთარ კემულარიამ წარმატებით განახორციელეს ხელშეკრულების სამი მასიური და ერთი დამატებითი პროექტი.

განხორციელებული პროექტებიდან ორი მათგანი ორიენტირებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე და ექსპერიმენტის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის განვითარების ვალიდაციასა და ავტომატიზაციაზე. აღნიშნული ორი პროექტის წარმატებით განხორციელებამ საგრძნობლად გაზარდა CMS ექსპერიმენტის ფარგლებში მოპოვებული და გენერირებული მონაცემების ანალიზის ეფექტურობა და პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატიზირებული შემოწმების სისწრაფე. შედეგად მოხდა ჯგუფის აღიარება CMS ექსპერიმენტის მენეჯმენტის მიერ და ჯგუფს გადასაჭრელად დაევალა ახალი პროექტები რომელთაგან ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანია CMS ექსპერიმენტისათვის. პროექტი გულისხმობს CMS ექსპერიმენტის ფაზა 2 განახლების ფარგლებში დაგეგმილი მაღალი გრანულაციის კალორიმეტრის პროგრამული პლატფორმის შექმნას, ვალიდაციას და CMS ექსპერიმენტის ზოგად პლატფორმაში (CMSSW) ინტეგრაციას. აღნიშნული კალორიმეტრი არის უნიკალული მისი დიზაინიდან გამომდინარე. 

ამგვარად, CMS ექსპერიმენტი იქნება პიონერი მსგავსი ტიპის კალორიმეტრის რეალიზაციის თვალსაზრისით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები