სტუ-ს ორთაბრძოლების კლუბის წევრის ლევან შაიშმელაშვილის მორიგი წარმატება ჯენშოუში

სტუ-ს ორთაბრძოლების კლუბის წევრის ლევან შაიშმელაშვილის მორიგი წარმატება ჯენშოუში

24-12-2017 16 დეკემბერს ჩინეთის ქ. ჯენშოუში გაიმართა პროფესიონალური ბრძოლები შერეულ ორთაბრძოლებში, WLF-ის ეგიდით.

შერეულ ორთაბრძოლებში მონაწილეობა მიიღო სტუ-ს ორთაბრძოლების კლუბის წევრმა ლევან შაიშმელაშვილმა (კლუბის ხელმძღვანელი - 
რევაზ ქელდიშვილი), რომელიც ამავე დროს, ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომელია.

ქართველი სპორტსმენი დაუპირისპირდა ჩინელ ჰუვანიხი ვუსიკიენბიეკეს, რომელიც პროფესიონალური შეჯიბრებების მრავალგზის გამარჯვებულია.

აღსანიშნავია, რომ ძალზედ დაძაბულ ორთაბრძოლაში აბსოლუტური უპირატესობით გამარჯვება ლევან შაიშმელაშვილმა მოიპოვა.


 

სიახლეებში დაბრუნება