ცერნის მასტერკლასი სტუ-ში - „Hands on Particle Physics“

03-12-2017 23-25 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა CERN -  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (შვეიცარია) მასტერკლასს ნაწილაკების ფიზიკასთან დაკავშირებით „Hands on Particle Physics“. მასტერკლასს ორგანიზება გაუწია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრმა.

საერთაშორისო მასტერკლასი ნაწილაკების ფიზიკაში შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ცერნში მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აღმოაჩინონ ელემენტარული ნაწილაკების სამყარო. ასევე, მათ შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ მეცნიერებს, რომლებიც აწარმოებენ კვლევას ნაწილაკების ფიზიკაში და გაიცნონ თანამოაზრე ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან.

ლექციებისა და პრაქტიკული სამუშაობის შედეგად მასტერკლასის მონაწილეებმა შეისწავლეს ნაწილაკები და მათ შორის მიმდინარე პროცესები. ლექციები ცერნში მომუშავე მეცნიერებმა ჩაატარეს. მასტერკლასის თემას წარმოადგენდა ნაწილაკების ფიზიკა, ცერნში მიდინარე ექსპერიმენტები და დეტექტორები. თეორიული კურსის შემდეგ, მასტერკლასის მონაწილეებმა დაამუშავეს ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ მონაცემები და აღმოაჩინეს სხვადასხვა ნაწილაკები.

   


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები