შეხვედრა

07-09-2011

შეხვედრა 

7 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტუდენტური გაერთიანების ”ერასმუსის სტუდენტთა ქსელი” (ESN) შორის. ”ერასმუსის სტუდენტთა ქსელის” წარმომადგენლებმა კადირ ქელეშმა (თურქეთის ეროვნული წარმომადგენელი) და ვეელი ოესელგმა (ESN-ის ვიცე-პრეზიდენტი 2009-2010 წლებში) საზოგადოებას  თავიანთი ორგანიზაცია წარუდგინეს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია  ’’საერთაშორისო სტუდენტთა კავშირის” (ISU)  წარმომადგენლებიც. აღნიშნული ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას საზღვარგარეთის გაცვლით პროგრამებზე, ამზადებს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისათვის და მხარს უჭერს ქართველი სტუდენტების ადაპტაციას ახალ გარემოში.

დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გასაუბრებოდნენ ორგანიზაციის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები