წიგნის მაღაზია ტექნიკურ უნივერსიტეტში

17-11-2017 17 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე გაიხსნა წიგნის მაღაზია, სადაც გაიყიდება ტექნიკური უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლის მიერ გამოცემული პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი - წიგნები, სამეცნიერო შრომის კრებულები და მონოგრაფიები, სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მასალები, საცნობარო ლიტერატურა, ბროშურები და სხვა. ამგვარად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური და დამხმარე პერსონალისათვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება სასურველი ლიტერატურის შეძენა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები