ევრომასტერი 2017

14-11-2017 15 დეკემბერს, კომპანია "ჯეოტურანის" ორგანიზებით, წლის საუკეთესო მასტერის გამოსავლენად ჩატარდება ჩემპიონატი „ევრომასტერი 2017“.

კონკურსი „ევრომასტერი 2017“ ტარდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ა.შ.შ. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.

პროექტის ფარგლებში, გაიმართება ორეტაპიანი შეჯიბრი მილგაყვანილობის სისტემის სფეროში, პოლიეთილენის მილების შედუღებისა და ცენტრალური გათბობის მონტაჟის მიმართულებით.

ჩემპიონატში მონაწილეობით სტუდენტებსა და კურსამთავრებულებს მიეცემათ საშუალება, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და უნარები, დასაქმდნენ სხვადასხვა მოწინავე კომპანიებში.

კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება თეორიაში. მეორე ეტაპზე გადასულებს კი უკვე პრაქტიკულ გამოცდასთან მოუწევთ გამკლავება.

ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს, ისე ნებისმიერ მასტერს, რომელიც ამ სფეროში  საქმიანობს.

პირველი სამი ადგილის მფლობელებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
I ადგილი–1500 ლარი;
II ადგილი – 1000 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი.
 
გამარჯვებულებს, ასევე, მიენიჭებათ შესაბამისი სერტიფიკატები და ისინი დასაქმდებიან "ჯეოტურანში", სრულ განაკვეთზე.

გარდა ამისა, 7 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე საჩუქრად მიიღებს სამუშაო იარაღებს.

დაინტერესებულმა პირებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ 2017 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები