კონკურსი

11-08-2011
საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების კონკურსი -
ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე
 
“ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” ნატოს საზოგადოებრივი დიპლომატიის სამსახურთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების კონკურსს - ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს, რომლებსაც უკვე დაცული აქვთ თავიანთი (საბაკალავრო ან სამაგისტრო) ნაშრომები ნატოსა და უსაფრთხოების თემატიკაზე.  კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 საუკეთესო ნაშრომი. პირველ და მეორე ადგილზე გასულ ნაშრომთა ავტორები გაემგზავრებიან ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში, ხოლო მესამე ადგილზე გასული - დასაჩუქრდება პერსონალური კომპიუტერით.
კონკურსში მონაწილეობისათვის ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა: 20.09.11.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
 
„ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“
ე. ტატიშვილის ქ. N 36, ბ.1,
0179, თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 231760.
ვებგვერდი: www.ngni.net

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები