დეკანთა კონკურსი

28-07-2011
                სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
აცხადებს ფაკულტეტების დეკანთა არჩევნებს
 
“უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი ფაკულტეტების დეკანთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად
 
 
#
ფაკულტეტი დასახელება
რეგისტრაციის ვადები
არჩევნების ჩატარების თარიღი
1
სამშენებლო ფაკულტეტი
 
 
 
8.08.2011 –29.08.2011
 
 
 
28.09.2011
2
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი
3
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი
4
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
5
სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი
6
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და  დიზაინის ფაკულტეტი
7
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი
8
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
 
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
1.   განცხადება;
2.   პირადობის მოწმობის ასლი;
3.   სამოქმედო გეგმა;
4.   ცნობა სამუშაო ადგილიდან;
5.   სამეცნიერო შრომების სია;
6.   პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება (CV);
7.   ორი ფოტოსურათი (3X4სმ) და მისი ელექტრონული ვერსია კომპაქტ დისკზე (CD).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ.   № 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი №352 ტელ: 236 52 71,  
 
 მობ: 599 51 70 01, 1000-დან 1600 სთ-მდე.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები