ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

04-11-2017 კაუნასის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ლიტვა) (Kauno Kolegija / University of Applied Sciences – KAUKO) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17 

ინფორმაცია კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის გზამკვლევი და სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში  ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან, შესაბამის პროცედურებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია 2017 წლის 1-ელ დეკემბრამდე.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის 2 სტუდენტის მობილობა კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: სოფლის მეურნეობა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, გეოდეზია, კარტოგრაფია, დისტანციური ზონდირება, მულტიმედია).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები