დეივიდ მაკის პრაქტიკული სემინარი სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში

02-11-2017 16-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა ნიუ-იორკ თაიმსის ყველაზე გაყიდვადი გრაფიკული ნოველისტის, კაბუკის (კომიქსები) ავტორის დეივიდ მაკის პრაქტიკული სემინარი.

სტუ-ს ექვსი სტუდენტი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მაკის ვორკშოფი, დაჯილდოვდნენ მილანში მოგზაურობით, სადაც, ასევე, მიიღებენ ვორკშოფში მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ მაკი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მან ამერიკული და იაპონური ბაზრისთვის შექმნა ილუსტრაციები და მუსიკალური ალბომების დიზაინი. მისი ავტორობით შექმნილია მუსიკალური ვიდეოები, ასევე, გრიმის დიზაინი თეატრალური წარმოდგენებისთვის, რომელმაც ბროდვეის არაერთი ჯილდო დაიმსახურა. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ მუზეუმებში, ნახატები წარმოდგენილი იყო არაერთი წარმატებული გალერეის გახსნაზე.
 
ინოვაციური ამბის გადმოცემის, სამხატვრო ტექნიკისა და გვერდის დიზაინის უნიკალურობით კაბუკის (კომიქსების სერია) შექმნამ (ტექსტი და მხატვრობა) დეივიდ მაკს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. კაბუკი ითარგმნა შვიდ ენაზე და მხოლოდ აშშ-ში გამოიცა 2 მილიონ ეგზემპლარამდე. ასევე, წარმატებით განხორციელდა კამპანია მოქმედი გმირების სათამაშოების და სხვა ხელოვნების ნიმუშების ხაზის განვითარების მიმართულებით. მაკის მიერ დაწერილი კაბუკის წიგნები ამერიკის რიგი უნივერსიტეტების ხელოვნების და ლიტერატურის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სასწავლო პროგრამებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად არის შეტანილი.

დეივიდ მაკი კითხულობს ლექციებს წერასა და მხატვრობაზე მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებში.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები