მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია - მეცადინეობების განახლება

31-10-2017 28 ოქტომბერს მეცადინეობები განახლდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის“ მსმენელებთან.

პირველ შეხვედრაზე სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ზოგადად წარმოადგინეს ის თემები, რომლებითაც წარმიმართება მეცადინეობები მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიაში, მათ შორის თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური გამოწვევები და სტუ (მერაბ ახობაძე), სამყაროს შექმნის ბიბლიური და მეცნიერული თვალთახედვა (მღვდელი ლევან მათეშვილი), სახალისო მათემატიკა (ელგუჯა კურცხალია), Arduino და მისი სწავლების მეთოდები (ჯემალ გრიგალაშვილი), ინგლისური მათემატიკისა და ინფორმატიკის სწავლების ბაზაზე (დევი დობორჯგინიძე), კურსები ხელოვნებათმცოდნეობაში - ხატვა, ფერწერა (დალი ქორჩილავა).

აღსანიშნავია, აკადემიაში მსმენელების მიღება გრძელდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები