იმიტირებული სასამართლო პროცესი მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებთან დაკავშირებით

27-10-2017 18 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში ჩატარდება იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც დაგეგმილია პროექტის „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ორგანიზატორია სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური წარმომადგენლობა (UNHCR) და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) და თანაორგანიზატორი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი.

იმიტირებულ სასამართლოს პროცესის თემას წარმოადგენს მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხები.

იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზანია: 
  • აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო; 
  • სტუდენტების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობის უფლებაზე, მოქალაქეობის  არქონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, მოქალაქეობის არმქონედ დარჩენის საფრთხეებზე, მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებზე; 
  • მონაწილეთა სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარების და მათ შორის კავშირების შექმნის ხელშეწყობა.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III-IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს. 

ღონისძიების ჩატარების გრაფიკი:
  • 31 ოქტომბერი - გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 1–2 ნოემბერი - გუნდების შერჩევა ზეპირი რაუნდისათვის; შერჩეული გუნდებისათვის საქმის და შესაბამისი ინფორმაციის/მასალების მიწოდება;
  • 3 – 12 ნოემბერი - კითხვა-პასუხის რეჟიმში ინფორმაციის დაზუსტება საორგანიზაციო ჯგუფთან;
  • 13 ნოემბერი - გუნდების მიერ წერილობითი მონახაზის (პოზიციის) წარმოდგენის ბოლო ვადა;
  • 14–17 ნოემბერი - ზეპირი რაუნდისათვის მოსამზადებელი პერიოდი;
  • 18 ნოემბერი - იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირი ტური და მონაწილეთა დაჯილდოება.
იმიტირებული სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ შეგიძლიათ იხილოთ ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები