პრეზენტაცია „მევენახეობა და მეღვინეობა ორეგონის შტატში, ისტორია, ტრადიციები, კვლევები“

პრეზენტაცია „მევენახეობა და მეღვინეობა ორეგონის შტატში, ისტორია, ტრადიციები, კვლევები“

24-10-2017 26 ოქტომბერს, 11:30 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე გაიმართება პრეზენტაცია „მევენახეობა და მეღვინეობა ორეგონის შტატში, ისტორია, ტრადიციები, კვლევები“.

პრეზენტაციას სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარებენ ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვინის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები პროფესორ ელიზაბეტ ტომასინო და ჯოშუა პრაისი.

ამერიკელ სტუმრებტან სამუსაო შეხვედრაში, ასევე, განხილული იქნება შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ორმაგი დიპლომების გაცემისა და ერთობლივი კვლევების ჩატარების შესაძლებლობები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.


 

სიახლეებში დაბრუნება