ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა არქიტექტურის ფაკულტეტზე/ლისაბონის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა არქიტექტურის ფაკულტეტზე/ლისაბონის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

24-10-2017 არქიტექტურის ფაკულტეტი ლისაბონის უნივერსიტეტში პორტუგალია) (Faculty of Architecture/University of Lisbon – FA/ULisboa) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17 

ინფორმაცია არქიტექტურის ფაკულტეტზე/ლისაბონის უნივერსიტეტში  ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

არქიტექტურის ფაკულტეტზე/ლისაბონის უნივერსიტეტში  ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან, შესაბამის პროცედურებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს მაგისტრატურის და დოქტორანტურის 2 სტუდენტის მობილობა არქიტექტურის ფაკულტეტზე/ლისაბონის უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება არქიტექტურასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო კურსებს).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17 

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

არქიტექტურის ფაკულტეტზე/ლისაბონის უნივერსიტეტში  ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან, შესაბამის პროცედურებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ აკადემიური პერსონალისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება არქიტექტურის ფაკულტეტზე/ლისაბონის უნივერსიტეტში  ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო და საშემოდგომო სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს 2 აკადემიური პერსონალის მობილობა არქიტექტურის ფაკულტეტზე/ლისაბონის უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება არქიტექტურასთან დაკავშირებულ სამეცნიერო მიმართულებებს).

 

სიახლეებში დაბრუნება